ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჩელსი ლიამ როსენიორის დათხოვნას არ აპირებს.
ლონდონური კლუბი მწვრთნელს ნდობას უცხადებს. ჩელსიში ესმით, რომ როსენიორი გუნდში სეზონის მიმდინარეობისას მოვიდა და მას სრულფასოვანი მოსამზადებელი პერიოდი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ ჩელსიმ პრემიერ ლიგის ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდი ორი მატჩის ჯამში პსჟ-სთან განადგურდა (2:8).
როსენიორმა ჩელსი იანვარში ენცო მარესკას ჩაიბარა, აქამდე კი ფრანგულ სტრასბურგში მუშაობდა.