ჩელსიმ ტოდ ბოელის მოსვლის შემდეგ, პრემიერ ლიგის ზედიზედ ოთხი სეზონის განმავლობაში 70-ქულიან ნიშნულს ვერცერთხელ გადააბიჯა.
ლონდონური გუნდი ამ მაჩვენებელს ვერც მიმდინარე გათამაშებაში მიაღწევს. კლუბის წინა მფლობელის, რომან აბრამოვიჩის დროს, მსგავსი ხანგრძლივი სერია არასდროს დაფიქსირებულა.
ზედიზედ ორი სეზონი, როდესაც გუნდს 70 ქულაზე ნაკლები ჰქონდა, მხოლოდ ერთხელ მოხდა — 2019/20 და 2020/21 წლების სეზონებში.
აბრამოვიჩის მმართველობის 19 წლის განმავლობაში, ჩელსიმ სეზონი 70 ქულაზე ნაკლებით სულ ოთხჯერ დაასრულა. ბოლო შემთხვევა, როდესაც კლუბს ზედიზედ ოთხი სეზონი ჰქონდა ამ მაჩვენებელზე დაბალი შედეგით, აბრამოვიჩის მოსვლამდე, 1999-2003 წლებში დაფიქსირდა.