• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ჩელსის ექსპერიმენტმა ევერტონთან არ გაამართლა
ფეხბურთიფეხბურთი

ჩელსის ექსპერიმენტმა ევერტონთან არ გაამართლა

9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა გარისკა და მეორე ტაიმის დასაწყისშივე ვაბანკზე წავიდა, თუმცა მისმა გუნდმა მატჩი მაინც უშანსოდ წააგო.


ლიამ როსენიორმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა შესვენებისას მალო გუსტოს ნაცვლად მოედანზე ალეხანდრო გარნაჩო გამოეყვანა.

ევერტონთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში ჩელსი პირველი ტაიმის შემდეგ 0:1-ს აგებდა. როსენიორმა მარჯვენა მცველი გუსტო მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად გარნაჩო ჩართო, რამაც გუნდის სათამაშო სქემა შეცვალა.

მოისეს კაისედო მარჯვენა მცველის პოზიციაზე გადავიდა, ენცო ფერნანდესმა კი ნახევარდაცვის ცენტრში გადაინაცვლა. ამან კოულ პალმერს საშუალება მისცა ათიანის პოზიციაზე ეთამაშა, გარნაჩო და პედრო ნეტო კი ფლანგებიდან უტევდნენ. თავიდან ჩანდა, რომ ამ გადაადგილებამ გაამართლა, თუმცა ევერტონმა მალევე გაიტანა მეორე გოლი, ბეტომ დუბლი შეასრულა.

საბოლოოდ ილიმან ნდიაიემ ანგარიში 3:0 გახადა. როსენიორმა ამ საღამოს თავისი სამწვრთნელო კარიერის "ყველაზე იმედგაცრუებული მომენტი" უწოდა. ეს ჩელსის ზედიზედ მეოთხე მარცხი იყო ყველა ტურნირზე.


როსენიორის კომენტარი ტაქტიკურ ცვლილებაზე


„ჩემი ჩანაფიქრი ასეთი იყო: ვგრძნობდი, რომ თამაშს სრულად ვაკონტროლებდით, მაგრამ სიმწვავე გვაკლდა. მომენტები გვქონდა, ჯორდან პიკფორდმა წარმოუდგენელი სეივი შეასრულა და მეტოქის საჯარიმოს სულ უფრო ხშირად ვუახლოვდებოდით. გვსურდა შესვენების შემდეგ თამაში უფრო პოზიტიური გაგვეხადა და მოედანზე დამატებითი გარემარბი დაგვემატებინა.

მოისეს კაისედოს მარჯვენა მცველის პოზიციაზე ნდიაიეს წინააღმდეგ აქამდეც კარგად უთამაშია. როდესაც თამაშზე გავლენის მოხდენას ცდილობ, მსგავსი ცვლილებები აუცილებელია. ვფიქრობ, ამ როქმა მეორე გოლის გაშვებამდე იმუშავა კიდეც“, - განაცხადა როსენიორმა.

ჩელსის თავკაცმა ასევე დასძინა: „თამაშს კიდევ ერთხელ უნდა გადავხედო. მეტოქის საჯარიმოში ბევრჯერ შევედით, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სიზუსტე გვაკლდა. მეორე გოლის დროს კი უპატიებელი შეცდომა დავუშვით. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, დარტყმებისა და მომენტების ნაკლებობას არ ვუჩივით. უბრალოდ, უფრო კლინიკურები უნდა ვიყოთ და ამაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს“.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ჩელსი
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

70 ქულა, როგორც გადაულახავი ბარიერი — ბოელის ეპოქის მძიმე სტატისტიკა ჩელსიში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

70 ქულა, როგორც გადაულახავი ბარიერი — ბოელის ეპოქის მძიმე სტატისტიკა ჩელსიში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსიმ როსენიორის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსიმ როსენიორის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ბეტოს დუბლი - ჩელსიმ ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ბეტოს დუბლი - ჩელსიმ ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„გაუგებარი გადაწყვეტილება იყო", — ენცო ფერნანდესი მარესკას გაშვებაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„გაუგებარი გადაწყვეტილება იყო", — ენცო ფერნანდესი მარესკას გაშვებაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

7 სთ წინ

70 ქულა, როგორც გადაულახავი ბარიერი — ბოელის ეპოქის მძიმე სტატისტიკა ჩელსიში

News image

7 სთ წინ

ჩელსიმ როსენიორის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

News image

23 სთ წინ

VIDEO: ბეტოს დუბლი - ჩელსიმ ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო

News image

21 მარ, 2026

„გაუგებარი გადაწყვეტილება იყო", — ენცო ფერნანდესი მარესკას გაშვებაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება