მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, უმსხვილესმა ბრენდებმა გრანდიოზული სარეკლამო ომი დაიწყეს და ნამდვილი ჰოლივუდური შოუ მოაწყვეს.
მილიარდიანი აუდიტორიის მისაზიდად, ახალ ვიდეორგოლებში სპორტისა და კინოს უმსხვილესი ვარსკვლავები გაერთიანდნენ.
გთავაზობთ წლის 10 საუკეთესო საფეხბურთო რეკლამის:
10. Coca-Cola – Uncanned Emotions
ვიდეორგოლი აქცენტს ფეხბურთის ყურებისას გამოწვეულ ემოციებსა და ხმებზე აკეთებს, რასაც ლეგენდარული კომენტატორის, პიტერ დრურის ხმა აფორმებს.
9. Stella Artois – Celebration Ft. David Beckham
ელვის პრესლის მუსიკის ფონზე, ლუდის წვიმაში მყოფი დევიდ ბექჰემი საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებს და პროდუქტის გემოთი ტკბება.
8. Jim Beam – Home Field Advantage
ამერიკული სპორტული ფანობის ტრადიციული გარემო - ბარბექიუ და ბარები. რეკლამაში ეპიზოდურ როლს აშშ-ის ნაკრების ლეგენდარული მეკარე, ტიმ ჰაუარდიც ასრულებს.
7. Budweiser – Let It Pour
იურგენ კლოპი ფანების გიჟურ სამყაროში ეშვება, სადაც არგენტინელი გულშემატკივრები ქუჩაში თხას ატარებენ, ერლინგ ჰალანდი კი ეპიზოდურად ჩნდება.
6. Pepsi – Pepsi Football Nation
დევიდ ბექჰემი, მოჰამედ სალაჰი, ვინისიუს ჯუნიორი და ცნობილი შეფ-მზარეული გორდონ რემზი ქმნიან წარმოსახვით საფეხბურთო ქვეყანას, სადაც წესებს ფანები ადგენენ.
5. adidas – La Preparacion Americana
ლამინ იამალი, ფლორიან ვირცი და ლიონელ მესი ამერიკული ტურნირისთვის ემზადებიან. ვირცი ჰოკეის მეკარეს უვლის გვერდს, იამალი კოვბოის ქუდით მექანიკურ ხარს ათვინიერებს, მესი კი ბოულინგში აგროვებს სტრაიკებს თავისი ჯადოსნური მარცხენათი.
4. Lay's – Bandwagon
კომიკოსი უილ ფერელი ამერიკის ქუჩებში მოგზაურობს და ხალხს ფეხბურთის სიყვარულს აფიცებს. რეკლამაში ამერიკული ფეხბურთის ლეგენდა მარშონ ლინჩი და დევიდ ბექჰემიც ჩნდებიან.
3. Lego – Everyone Wants a Piece
კრიშტიანუ რონალდუ, კილიან მბაპე, ვინისიუსი და ლიონელ მესი მრგვალ მაგიდასთან სხედან და ლეგოს კუბიკებით მსოფლიო თასს აწყობენ. მწვერვალზე ადგილი მხოლოდ ერთისთვისაა.
2. adidas – Backyard Legends
ჰოლივუდის ვარსკვლავი ტიმოთე შალამე კრავს გუნდს (ჯუდ ბელინგემი, ლამინ იამალი, ტრინიტი როდმანი), რათა ქუჩის დაუმარცხებელი მოთამაშეები დაამარცხონ. იქვე ჩნდებიან ზინედინ ზიდანი, დელ პიერო და ლეო მესი.
1. Brahma – World Cup 2026
ბრაზილიურმა ბრენდმა აქცენტი ქვეყნის 24-წლიან საჩემპიონო შიმშილზე გააკეთა. ვიდეო გვიჩვენებს, რომ ბრაზილიაში ფეხბურთი ცხოვრებაა, კადრში კი ნაკრების ახალი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი და ლეგენდარული რონალდო ჩნდებიან.