ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რაფა ნადალმა მადრიდის მასტერსის მეორე წრეში ავსტრალიელ ალექს დე მინორთან მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
პირველ მატჩში ვეტერანმა ესპანელმა 16 წლის დარვინ ბლანჩი 6:1 6:0 გაანადგურა.
„დარვინს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ის ბევრ შეცდომას უშვებდა და სიცოცხლე გამიადვილა. ერთი საათი ვითამაშეთ, მაგრამ ეს ტურნირი როლანდ გაროსზე ჩემს გეგმებს ვერ გადაწყვეტს. საბოლოო გადაწყვეტილებას რომის მასტერსის შემდეგ მივიღებ.
ძალიან გამიკვირდება, თუ შაბათს დე მინორს მოვუგებ. ამჟამად, ჩემთვის მოგება ან წაგება მთავარი არ არის. მადრიდში ტიტულზე არ ვაცხადებ პრეტენზიას. შაბათის მატჩი - კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ დავადგინო, როგორ დონეზე ვარ. ბარსელონაში მის წინააღმდეგ ერთი სეტი კარგად ჩავატარე." - აღნიშნა ესპანელმა.
წინა კვირაში, ბარსელონას 500-იან ტურნირზე დე მინორმა ნადალს ორ სეტში, 7:5 6:1 მოუგო.
კომენტარები
11 დღის წინ
10 დღის წინ
8 დღის წინ
11 დღის წინ