მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სტრასბურგთან წაგებულ (2:4) მატჩში გატანილი პენალტი გიორგი მიქაუტაძისთვის ლიდერობის მომტანი გახდა.
ამ გოლით საქართველოს ნაკრების შემტევი ლიონის ამ სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
გიორგის 38 ჩატარებულ მატჩში 14 გოლი (+ 8 საგოლე პასი) დაუგროვდა, მის უახლოეს მდევარ ალექსანდრ ლაკაზეტს კი 34 თამაშში 13 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიუხედავად, მოედანზე ლაკაზეტს გაცილებით მეტი წუთი (2107) აქვს გატარებული, ვიდრე მიქაუტაძეს (1705).
14-დან 8 გოლი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში გაიტანა, 4 - ევროპა ლიგაზე, კიდევ ორი კი საფრანგეთის თასზე.
რაც შეეხება ლაკაზეტს, მისი 13-გოლიანი მონაგარი ასე ნაწილდება: 10 გოლი ლიგა 1-ში, 3 კი ევროპა ლიგაზე.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები