მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ს 27-ე ტურში ლიონი სტუმრად სტრასბურგთან დამარცხდა.
შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მაყურებელმა მეორე ნახევარში 6 გატანილი გოლი იხილა და აქედან 4 მასპინძლების ანგარიშზეა.
ლიონის ერთადერთი გოლი კორენტინ ტოლისომ გაიტანა, როცა ანგარიში 1:2 გახადა და მატჩში ინტრიგა დააბრუნა, თუმცა მასპინძლებმა კიდევ ორჯერ შეძლეს ლიონის კარის აღება და თამაშის ბედი გადაწყვიტეს.
გიორგი მიქაუტაძემ სრული თამაში ჩაატარა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე პენალტის გატანაც შეძლო, თუმცა სამწუხაროდ ლიონი ამან მარცხისგან ვერ იხსნა.
ნახე ჟორჟის გოლი:
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები