ნაკრები დანიაშია - ჯიკიჩი გუნდს მნიშვნელოვანი მატჩისთვის ამზადებს
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დანიაში პირველი ვარჯიში ჩაატარა.
დანიელებთან მატჩამდე, ალეკსანდარ ჯიკიჩს 3 სრულყოფილი ვარჯიში აქვს მოსამზადებლად - თორნიკე შენგელია არც ერთ მათგანში იქნება. ნაკრების კაპიტანი გუნდს 26 თებერვალს, ბოლო ვარჯიშის დღეს შეუერთდება და ე.წ. შუთერაუნდზე ივარჯიშებს.
ჩვენს გუნდს მსოფლიოს შესარჩევის საწყისი 2 თამაში, უკრაინასთან და ესპანეთთან, წაგებული აქვს, სკანდინავიაში კი მე-3 ტურის ეგიდით ითამაშებს.
დანიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა 27 თებერვალს, თბილისის დროით 21:30 საათიდან დაიწყება. 2 მარტს გუნდები უკვე თბილისში დაუპირისპირდებიან.