საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.
ლავრენტი დავითაშვილის გუნდი, 28 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, 3 შეხვედრას ჩაატარებს, რომელთათვისაც 18-კაციანი შემადგენლობით ემზადება.
მეკარეები: ელენე ბონდარევა (კვარტალი), თინიკო ჯაიანი (ბათუმი);
მცველები: ნინო ნადარაია (კვარტალი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო), ბარბარე მანაგაძე (მართვე), ნინი ვეკუა (ნორჩები), ანი გოდერიძე (მართვე);
ნახევარმცველები: სესილი მასხარაშვილი (რუსთავი), მარიამ ჯოჯუა (დინამო სოხუმი), ლიზი კაკულია (დინამო სოხუმი), ანა დოლიშვილი (კვარტალი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), თამარ მარუაშვილი (მართვე), ნინიკო ჩხეტიანი (კვარტალი);
თავდამსხმელები: ანა-თამარა ქურასბედიანი-ბოლოთაშვილი (ლევანტე ბადალონა, ესპანეთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), ანი დავითულიანი (ნიკე-ლუსო), ანა გრიგალაშვილი (თეთრიწყარო).
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 28 თებერვალს - მასპინძელ ჩრდილოეთ მაკედონიას, 3 მარტს - ჩრდილოეთ ირლანდიას, ხოლო 6 მარტს ლუქსემბურს დაუპირისპირდება.