• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ნეიმარმა სანტოსის მატჩი გამოტოვა და პოკერის ტურნირზე ითამაშა
ფეხბურთიფეხბურთი

ნეიმარმა სანტოსის მატჩი გამოტოვა და პოკერის ტურნირზე ითამაშა

22 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სანტოსის ვარსკვლავი ნეიმარი კოპა სუდამერიკანას მატჩისთვის გუნდის განაცხადში არ მოხვდა.


ვენესუელაში გამგზავრების ნაცვლად, ბრაზილიელი ფეხბურთელი სან პაოლოში პოკერის პროფესიონალურ ტურნირზე შენიშნეს.


სანამ სანტოსი ვენესუელაში უნივერსიდად ცენტრალს ეთამაშებოდა, ნეიმარი Brazilian Series of Poker (BSOP) Winter-ის ტურნირში მონაწილეობდა. ეს ადგილი ნეიმარისთვის უცხო არ არის, 2025 წელს იმავე ტურნირში მონაწილეობისას მან 53 500 ბრაზილიური რეალი მოიგო.


პოკერის ტურნირზე მისმა გამოჩენამ გულშემატკივრების ნაწილის გაკვირვება გამოიწვია. თუმცა, საქმე თვითნებურ არყოფნას არ ეხებოდა.


კლუბმა წინასწარ გადაწყვიტა, რომ ნეიმარი ვენესუელაში არ გაემგზავრებოდა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ინდივიდუალურ ფიზიკურ მომზადებაზე იმუშავებდა.


სანტოსის მთავარმა მწვრთნელმა კუკამ უნივერსიდად ცენტრალთან 4:1 გამარჯვების შემდეგ ნეიმარის სიტუაცია განმარტა.


„რადგან რამდენიმე დღე ტრავმის გამო გამოტოვა და დასვენების საშუალებაც არ ჰქონია, გადავწყვიტეთ, კიდევ უფრო კარგად მოემზადებინა თავი და ინტენსიურად ევარჯიშა, რათა შემდეგ ზედიზედ რამდენიმე მატჩის ჩატარება შეძლოს,“ - განაცხადა კუკამ.


„ახლა 10 დღეში 4 თამაში გვაქვს. რა სარგებელი ექნებოდა მის აქ ჩამოყვანას? თავადაც ნახეთ, რამდენად დამღლელია ეს მგზავრობა. ის ბაზაზე დარჩა და ვარჯიშობდა, ისევე როგორც ვილიან არაო, ჟოაო შმიდტი და იგორ ვინისიუსი. ეს მომავალ მატჩებში მეტ არჩევანს გვაძლევს.“


მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარი პოკერის ტურნირზე იმყოფებოდა, ის აქტიურად აგრძელებს ვარჯიშს. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც გოლებს იტანს და კარგ ფორმაში ჩანს.


კუკას გეგმაა, რომ ნეიმარი შიდა ჩემპიონატის გადამწყვეტი ეტაპისთვის 100%-იან მზადყოფნაში იყოს. ამ დროისთვის სანტოსი ბრაზილიის ჩემპიონატში მხოლოდ მე-15 ადგილს იკავებს.


ნეიმარის გარეშე სანტოსმა მაინც იოლად აჯობა უნივერსიდად ცენტრალს და ვენესუელაში 4:1 გაიმარჯვა, რითაც კოპა სუდამერიკანას მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.


განმეორებითი შეხვედრა მომავალ კვირას ვილა ბელმიროზე გაიმართება, ხოლო შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ბრაზილიურ გრანდს ეკვადორის მაკარა დაუპირისპირდება.


რაც შეეხება ნეიმარის დაბრუნებას, კუკამ დაადასტურა, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი მოედანზე ამ შაბათს, შაპეკოენსეს წინააღმდეგ გასამართ ლიგის შეხვედრაში დაბრუნდება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბრაზილია
ნეიმარი
პოკერი
სანტოსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ნეიმარი დროს არ კარგავს - კიდევ ერთი პოკერის ტურნირი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ნეიმარი დროს არ კარგავს - კიდევ ერთი პოკერის ტურნირი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ნეიმარი ნაკრებში კვლავ დაბრუნდება?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნეიმარი ნაკრებში კვლავ დაბრუნდება?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკანდალური ბრალდება ანჩელოტის: რატომ გაწირეს ნეიმარი მუნდიალზე?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სკანდალური ბრალდება ანჩელოტის: რატომ გაწირეს ნეიმარი მუნდიალზე?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„რონალდუ და ნეიმარი მიუახლოვდნენ ამ მომენტს", - რონალდო

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„რონალდუ და ნეიმარი მიუახლოვდნენ ამ მომენტს", - რონალდო
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

13 ივლ, 2026

ნეიმარი დროს არ კარგავს - კიდევ ერთი პოკერის ტურნირი

News image

14 ივლ, 2026

ნეიმარი ნაკრებში კვლავ დაბრუნდება?

News image

14 ივლ, 2026

სკანდალური ბრალდება ანჩელოტის: რატომ გაწირეს ნეიმარი მუნდიალზე?

News image

17 ივლ, 2026

„რონალდუ და ნეიმარი მიუახლოვდნენ ამ მომენტს", - რონალდო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება