მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რონალდომ კრიშტიანუ რონალდუსა და ნეიმარის ფიზიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ბრაზილიელი მიიჩნევს, რომ ორივე ფეხბურთელი მიუახლოვდა იმ მომენტს, როდესაც კარიერის გაგრძელების სურვილი და ორგანიზმის რეალური შესაძლებლობები ერთმანეთს აღარ ემთხვევა.
„როგორც წესი, სხეული თავად გაფრთხილებს, რომ ძველებურად ვეღარ უმკლავდები. ვფიქრობ, კრიშტიანუმ და ნეიმარმა მიაღწიეს მომენტს, როდესაც საკუთარ სხეულთან შეთანხმება უწევთ. ამ ბრძოლის მოგება მართლაც ძალიან რთულია.
შესაძლოა, კრიშტიანუს ჯერ კიდევ შეუძლია საუდის არაბეთში თამაში, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა, როგორც გვესმის, ბევრად უფრო რთულია, რადგან იქ სულ სხვა დონეა.
მიუხედავად ჩვენი ვნებისა, ფეხბურთის სიყვარულისა და სამუდამოდ თამაშის სურვილისა, ვფიქრობ, საბოლოო სიტყვას მაინც სხეული ამბობს.
მე თავად ახლა იმიტომ აღარ ვთამაშობ ფეხბურთს, რომ ჩემი გონება ისე მუშაობს, რასაც სხეული ფიზიკურად ვეღარ მიყვება“, - განაცხადა რონალდომ ESPN Brasil-ის ეთერში.