ქართველი სარაგბო არბიტრი ნიკა ამაშუკელი 28 ნოემბერს, 00:10 საათზე, ლონდონში, მსოფლიო რაგბის ერთა ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩს განსჯის, რომელშიც ირლანდიისა და ავსტრალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ამაშუკელი შეხვედრის მთავარი მსაჯი იქნება, ინგლისელი კრისტოფერ რიდლი და შოტლანდიელი ჰოლი დევიდსონი კი მას დაეხმარებიან.
ტურნირის ექვსი ტურის შემდეგ ორივე გუნდმა თავის ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ირლანდიამ ექვსიდან ხუთი მატჩი მოიგო, ხოლო ავსტრალიის ანგარიშზე ორი გამარჯვება და ექვსი ბონუსქულაა. ზაფხულში სიდნეიში გამართული დაპირისპირება ირლანდიამ 33:31 მოიგო.
მიმდინარე ტურნირზე ამაშუკელი უკვე იყო იტალია-არგენტინის მატჩის მთავარი არბიტრი, ხოლო ინგლისი-ავსტრალიისა და ინგლისი-ახალი ზელანდიის შეხვედრებში მთავარი მსაჯის ასისტენტის ფუნქციას ასრულებდა.