საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მე-11 ტურის შემდეგ სარაგბო გამოცემა მიდი ოლიმპიკმა ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
სიაში სამი ქართველი მორაგბე მოხვდა.
სიმბოლურ გუნდში ადგილი დაიკავეს გრენობლის გიორგი პერტაიამ და ორიაკის მოთამაშეებმა - ირაკლი მჭედლიძემ და ბასა ხონელიძემ.
ბოლო ტურში ორიაკმა კოლომიე 43:19 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ირაკლი მჭედლიძემ დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი ლელო ბასა ხონელიძის ანგარიშზეა.