იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
"რატომ არის ბუდუ ზივზივაძე ჰაიდენჰაიმის ნომერ პირველი თავდამსხმელი“ - გერმანული გამოცემა ქართველზე
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"რატომ არის ბუდუ ზივზივაძე ჰაიდენჰაიმის ნომერ პირველი თავდამსხმელი“ - გერმანული გამოცემა ქართველზე

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გერმანულმა გამოცემამ Heidenheimer Zeitung-მა ჰაიდენჰაიმის ქართველ თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა სათაურით: „რატომ არის ბუდუ ზივზივაძე ჰაიდენჰაიმის ნომერ პირველი თავდამსხმელი“.


გამოცემა აღნიშნავს, რომ 32 წლის ფორვარდი შეუცვლელია და გოლების გატანას განაგრძობს. სანაკრებო პაუზიდან ერთ კვირაში მან დარმშტადტთან შეხვედრაში ანგარიში გახსნა, სეზონში მეხუთე გოლი მიითვალა და ჰაიდენჰაიმი მიმდინარე სეზონში მესამედ დააწინაურა.


ამ მაჩვენებლით ზივზივაძე გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში უკვე ცხრა თამაში დაიწყო.

ზივზივაძემ სანაკრებო პაუზის შემდეგ მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩაატარა, თუმცა დარმშტადტთან მაინც ძირითად შემადგენლობაში იყო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა განმარტა, რომ ეს წინასწარი შეთანხმების ნაწილი იყო:


მასთან ასეთი შეთანხმება გვქონდა. იმედი მქონდა, რომ უკრაინასთან ბევრს არ ითამაშებდა. მოედანზე ნახევარი საათი გაატარა, რაც კარგია.


გამოცემის ინფორმაციით, ზივზივაძეს თავადაც ჰქონდა სიტყვის თქმის უფლება იმაზე, დაიწყებდა თუ არა თამაშს სასტარტოში, რაც გატანილი გოლით გაამართლა, მე-13 წუთზე კი დუბლის შესრულებასთანაც ახლოს იყო, თუმცა თავური დარტყმა კარს ოდნავ ასცდა.


ფრანკ შმიდტმა ქართველი ფორვარდის თამაში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ გუნდის მარცხი მისი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა:


მას კიდევ ორი-სამი კარგი დარტყმა ჰქონდა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, უფრო მეტი მხარდაჭერა მიეღო. ეს მარცხი მისი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა.
ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ბუდუ ზივზივაძე
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფოტოები: "ისტორიაში ყველაზე დიდი ზამთრის ტრანსფერია" - კვარა GQ-ის გარეკანზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფოტოები: "ისტორიაში ყველაზე დიდი ზამთრის ტრანსფერია" - კვარა GQ-ის გარეკანზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ აფასებს FIBA საბერძნეთი-საქართველოს მოახლოებულ შეხვედრას?

•კალათბურთი

კალათბურთი

როგორ აფასებს FIBA საბერძნეთი-საქართველოს მოახლოებულ შეხვედრას?
•კალათბურთი

კალათბურთი

ნიდერლანდურ მედიაში ირაკლი ეგოიანზე ისაუბრეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნიდერლანდურ მედიაში ირაკლი ეგოიანზე ისაუბრეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სავსე ტრიბუნები და დამატებითი ენერგია - დადიანი გულშემატკივრების როლზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სავსე ტრიბუნები და დამატებითი ენერგია - დადიანი გულშემატკივრების როლზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

ფოტოები: "ისტორიაში ყველაზე დიდი ზამთრის ტრანსფერია" - კვარა GQ-ის გარეკანზე

News image

2 სთ წინ

როგორ აფასებს FIBA საბერძნეთი-საქართველოს მოახლოებულ შეხვედრას?

News image

1 სთ წინ

ნიდერლანდურ მედიაში ირაკლი ეგოიანზე ისაუბრეს

News image

1 სთ წინ

სავსე ტრიბუნები და დამატებითი ენერგია - დადიანი გულშემატკივრების როლზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება