ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია.
ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციაში სამი მატჩი ჩაატარა და სამივე ორ სეტში მოიგო - ჯერ ნიდერლანდელი ბრაუერი 6:3 6:2 დაამარცხა, შემდეგ პოლონელი ვაჩერო 7:6 6:3, ფინალში კი კორტების მასპინძელ ბლანკანოს 6:2 6:4 აჯობა.
დღევანდელი გამარჯვებით ბასილაშვილმა კვალიფიკაცია წარმატებით გაიარა და საფრანგეთის ძირითად ბადეში გავიდა.
ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი საფრანგეთის ღია პირველობაზე მე-3 წრეა, რომელშიც ის 2017 წელს გავიდა და შემდეგ რაფა ნადალთან სამ სეტში დამარცხდა.
საფრანგეთის ღია პირველობა ოფიციალურად სტარტს 25 მაისს აიღებს და 8 ივნისამდე გაგრძელდება.