ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო - ვინ დაემატა ნაკრების განაცხადს?
21 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
,,საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე სავარჯიშო პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
გიორგი მამარდაშვილი, საბა საზონოვი, ივა გელაშვილი, ჯემალ ტაბიძე, ირაკლი აზაროვი, საბა გოგლიჩიძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი წიტაიშვილი გუნდთან ერთად 10 ნოემბრიდან ივარჯიშებენ.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებული მატჩებისთვის გუნდში კიდევ ერთი ფეხბურთელი მიიწვია.
უნგრეთთან და უკრაინასთან მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრებს უკრაინული კოლოსის წევრი ნიკა გაგნიძე შეუერთდება." - ინფორმაციას ეროვნული ნაკრების გვერდი ავრცელებს.
14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში შეხვდება.