ჯაბა კანკავა დინამო თბილისს დაემშვიდობა.
ჩვენმა კლუბმა გაითვალისწინა ფეხბურთელის თხოვნა და კონტრაქტი ორმხრივად შეწყდა.
დედაქალაქური გუნდი მადლობას უხდის დინამოსა და ქართული ფეხბურთის ლეგენდას ერთგულებისთვის და პროფესიონალიზმისთვის. წარმატებას გისურვებთ ყველაფერში კაპიტანო." - წერია დინამოს განცხადებაში.
სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი თავად კანკავამაც გამოაქვეყნა:
დინამოს, მის გულშემატკივარს, ფეხბურთელებს მინდა მადლობა გადავუხადო და დავემშვიდობო. ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის არ იყო ადვილი, თუმცა იყო დროული. დინამო ჩემთვის ყოველთვის იქნება გამორჩეული და მშობლიური გუნდი. გუნდი, სადაც შედგა ჩემი პროფესიული კარიერის პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. ყოველთვის თქვენს ქომაგად მიგულეთ.
ჯაბა კანკავა დინამო თბილისში თავდაპირველად 2004-05 წლებში თამაშობდა, სადაც გუნდთან ერთად უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზეც იასპარეზა, კარიერის ბოლოს კი, გამოცდილი ნახევარმცველი დინამოში 2025 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც სლოვან ბრატისლავა დატოვა.