ნორვეგიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისთან დაპირისპირებამდე ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის ბანაკში რამდენიმე მოთამაშეს გრიპისმაგვარი სიმპტომები აღენიშნება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა დაადასტურა, რომ ნაკრებში ავადმყოფობის შემთხვევებია, თუმცა იმედოვნებს, რომ მდგომარეობა გამოსწორდება. სოლბაკენი ვარაუდობს, რომ მოთამაშეთა ჯანმრთელობაზე უარყოფითად შესაძლოა ტურნირის მოთხოვნებმა და ქალაქებს შორის ხშირმა მგზავრობამ იმოქმედა.
აღსანიშნავია, რომ ინფექცია მანამდეც აწუხებდათ გუნდის წევრებს. მეკარე იორგენს სტრანდ ლარსენმა ავადმყოფობის გამო ტურნირის პირველი მატჩი გამოტოვა. მცველი მარკუს ჰოლმგრენ პედერსენი ავადმყოფობის გამო ბრაზილიასთან მერვედფინალურ შეხვედრას ვერ შეუერთდა.მიუხედავად ამ პრობლემებისა, სოლბაკენი აცხადებს, რომ გუნდი ვითარებას აკონტროლებს.
ნორვეგიის ნაკრები მეოთხედფინალში მას შემდეგ გავიდა, რაც ერლინგ ჰალანდის დუბლით ბრაზილიის ნაკრები დაამარცხა.
თავის მხრივ, ინგლისის ნაკრებსაც აქვს საკადრო პრობლემები - ჯარელ კუანსა დისკვალიფიცირებულია, ჯორდან ჰენდერსონი, სავარაუდოდ, მაჯის ტრავმის გამო გამოტოვებს ტურნირს, ხოლო რის ჯეიმსის მდგომარეობას სამედიცინო შტაბი ჯერ კიდევ სწავლობს.