ოლივერ კანმა ირონიულად გააკრიტიკა ფიფას გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფოლარინ ბალოგუნს წითელი ბარათის გამო დაკისრებული დისკვალიფიკაცია გაუუქმდა.
ყოფილმა მეკარემ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რადგან ფეხბურთის ისტორიის გადაწერა დაიწყეს, ფიფას შეუძლია 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მიხაელ ბალაკისთვის მიცემული ყვითელი ბარათიც გააუქმოს.
მაშინ ბალაკმა აღნიშნული ბარათის გამო ფინალში თამაში ვერ შეძლო.
კანმა დაამატა, რომ თუ ყველაფრის გადახედვა შესაძლებელია, მაშინ შესაძლოა 2002 წლის ფინალიც თავიდან ჩატარდეს, სადაც გერმანიამ ბრაზილიასთან 0:2 წააგო.
კანის ეს ირონიული რეაქცია აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელის, ბალოგუნის წითელი ბარათის გაუქმების სადავო შემთხვევას მოჰყვა, რაშიც, გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ჩარევაც ფიგურირებს.