3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უმარ ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილთან რთულ ბრძოლას ელოდება.
„ვფიქრობ, მერაბს ისეთთან უნდა ბრძოლა, ვისაც იცის რომ მოუგებს. ეს არ ნიშნავს, რომ 100%-ით შევალ გალიაში და მას დავანგრევ, არა. ის კარგად იცნობს იმ სხვა ბიჭებს, ვისაც მარტივად მოუგებს. ჩემთან კი ნამდვილად გაუჭირდება. მას შონ ო'მალისთნა ან პიტერ იანთან სურს ბრძოლა, იმიტომ რომ იცის, რომ ეს მარტივი ფულია.
ჩემთან დვალიშვილს ღრმა წყალში მოუწევს შემოსვლა, ხანგრძლივი ღამე გველის. ის ვერ გამაკონტროლებს.
მე კარგი თვისებები მაქვს, დარტყმაც კარგად ვიცი და მისთვის ბევრი პრობლემის შექმნა შემიძლია. თუმცა, როცა გალიაში შევალთ, არ ვიფიქრებ, რომ მას ჩემი ეშინია. ვიცი, რომ ეს არის ადამიანი, ვისაც ჩემი ცემა უნდა. ამიტომ, დიდი ბრძოლა იქნება." - აღნიშნა უმარმა.
დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება UFC 311-ზე 19 იანვრის გამთენიისას გაიმართება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები