7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლას გუნდი მადრიდში დანაკლისით ჩადის.
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მან სიტის კაილ უოკერი და ნათან აკე ვერ დაეხმარებიან.
ინგლისელმა მარჯვენა მცველმა ტრავმა სანაკრებო პაუზის დროს მიიღო და რეალთან მატჩისთვის მწყობრში დაბრუნება ვერ მოახერხა, აკემ კი არსენალთან წინა კვირის დაპირისპირებაში დაიზიანა კუნთი და ვერც მან მოახერხა დროული მომჯობინება.
კრისტალ პალასთან მატჩში დისკომფორტი იოშკო გვარდიოლმაც იგრძნო, თუმცა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა და ხორვატი გუნდთან ერთად მადრიდში გაემგზავრა.
მატჩი რეალი - მან სიტი ხვალ, 9 აპრილს, 23:00 საათზე მადრიდში გაიმართება.
კომენტარები