ლეო მესის ოჯახმა ლეოს მამის, ხორხე მესის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშრირებით განცხადება გაავრცელა.
,,მესის ოჯახი გაცნობებთ, რომ ხორხე მესი ამჟამად ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გარკვეულ პრობლემას გადის.
ამ ეტაპზე ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, გამოჯანმრთელების პროცესშია და მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკით ვითარდება.
ბოლო საათებში გავრცელებული ცნობების, ჭორებისა და სპეკულაციების ფონზე, ოჯახი გამოხატავს ღრმა უკმაყოფილებას იმ არასაკმარისი სიფრთხილის, პატივისცემისა და დელიკატურობის გამო, რომლითაც ზოგიერთმა ადამიანმა სრულიად პირადი ოჯახური საკითხი გააშუქა.
ოჯახს ასევე სურს განმარტოს, რომ ხორხეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეალური და ზუსტი ინფორმაცია მხოლოდ მის უახლოეს ნათესავებს აქვთ. შესაბამისად, ნებისმიერი ვერსია, განცხადება ან ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ოჯახისგან და მისი ოფიციალური არხებიდან არ ვრცელდება, არ უნდა ჩაითვალოს სანდოდ ან სიმართლედ.
ასეთ დროს პასუხისმგებლობის, წინდახედულებისა და ადამიანურობის გამოვლენას მოვითხოვთ. ადამიანის ჯანმრთელობა და მისი ახლობლების სიმშვიდე არ უნდა გახდეს სპეკულაციის ან უპასუხისმგებლო მედიის ინტერესის საგანი.
გულწრფელად ვაფასებთ სიყვარულის, პატივისცემისა და თანადგომის ყველა გამოხატულებას, რომელიც მივიღეთ, და ვითხოვთ, რომ ამ პროცესის განმავლობაში დაცული იყოს ხორხე მესისა და მისი მთელი ოჯახის პირადი სივრცე, კონფიდენციალურობა და ინტიმურობა.
ნებისმიერი მნიშვნელოვანი განახლებული ინფორმაცია შესაბამის დროს თავად ოჯახის მიერ და ოფიციალური არხების მეშვეობით გავრცელდება.
გმადლობთ გაგებისა და მხარდაჭერისთვის." - წერია განცხადებაში.