ლიონელ მესის მიერ ალჟირის ნაკრების წინააღმდეგ შესრულებულმა ჰეთ-თრიკმა ფეხბურთის სამყარო კვლავ აღაფრთოვანა.
მესის ყოფილმა მეტოქემ და გერმანიის ნაკრების ლეგენდამ, ტომას მიულერმა, არგენტინელის თამაში სოციალურ ქსელში მოკლე, მაგრამ მრავლისმეტყველი კომენტარით შეაფასა: „ეს ბიჭი… 🐐“.
მიულერი და მესი წლების განმავლობაში არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს როგორც კლუბურ, ისე სანაკრებო დონეზე. გერმანელმა ფეხბურთელმა, რომელმაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მესის გუნდი დაამარცხა, კიდევ ერთხელ აღიარა არგენტინელის უკვდავი კლასი.
მიუხედავად მათი მდიდარი მეტოქეობის ისტორიისა, მიულერმა პატივისცემა არ დაიშურა იმ ფენომენალური შედეგისთვის, რომლითაც მესი მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა თანალიდერი გახდა 16 გოლით.