მსოფლიოს შედეგს მწვრთნელის მომავალზე გავლენა არ ექნება.
როგორც Sky Sports იტყობინება, ესპანელმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრების დატოვება გადაწყვიტა.
წყარო ხაზს უსვამს, რომ მარტინესის ამ გადაწყვეტილებაზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს მსოფლიო ჩემპიონატის შედეგი, ის ნაკრებს როგორც ტრიუმფის, ისე წარუმატებლობის შემთხვევაში დატოვებს.
მიზეზად საკლუბო ფეხბურთში მწვრთნელობის სურვილი სახელდება. როგორც ირკვევა, მარტინესს ინგლისის პრემიერ ლიგაში სურს დაბრუნება, სადაც თავის დროზე უიგანსა და ევერტონში აქვს ნამუშევარი.
52 წლის სპეციალისტმა პორტუგალიის ნაკრები 2023 წელს, ფერნანდუ სანტუშის შემდეგ ჩაიბარა, ევრო 2024-ზე 1/4 ფინალში გამოვარდა, 2024/25 სეზონში კი ერთა ლიგა მოაგებინა.