• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
10 საუკეთესო მატჩი მუნდიალების ისტორიაში
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

10 საუკეთესო მატჩი მუნდიალების ისტორიაში

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო თასის ისტორიას უამრავი დაუვიწყარი მატჩი ახსოვს. დღევანდელ ბლოგში მათგან ათი საუკეთესო შეხვედრის ჩვენებურ ვერსიას წარმოგიდგენთ.


10. ბრაზილია v შვედეთი. 1958.


1958 წლის მუნდიალის ფინალში შვედეთმა ფეოლას ბრაზილიას უმასპინძლა - სკანდინავიელებმა ანგარიშის გახსნაც მოახერხეს, მაგრამ 17 წლის პელესა და კომნაიის შეტევებს ვეღარ გაუმკლავდნენ. სელესაომ 5:2 იმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონობა ისტორიაში პირველად იზეიმა.



9. არგენტინა v დასავლეთ გერმანია. 1986.


მარადონას 1986 წლის მუნდიალის წარმოუდგენელი შოუს მოპარვას დასავლეთ გერმანელები შეედაცნენ. ბეკამბაუერის გუნდი ორ ბურთიანი ჩამორჩენიდანაც კი დაბრუნდა, მაგრამ ბურუჩაგას გამარჯვების გოლს ვეღარაფრით უპასუხეს - 3:2.



8. ბრაზილია v იტალია. 1970.


1970 წლის ფინალში ბრაზილიელებმა მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენეს. თითო-თითო გოლიანი პირველი ნახევრის შემდეგ სელესაომ იტალიის კარი კიდევ სამჯერ აიღო - პელეს შემდეგ თავი ჟერსონმა, ჟაირზინიომ და კარლოს ალბერტომაც გამოიჩინეს. ბრაზილიამ ბოლო ოთხი მუნდიალიდან მესამედ იზეიმა ჩემპიონობა.



7. ინგლისი v დასავლეთ გერმანია. 1966.


დაძაბული და ბევრგოლიანი გამოვიდა ფეხბურთის სამშობლოში გამართული 1966 წლის მუნდიალის ფინალური მატჩი - მასპინძლებს დასავლეთ გერმანიის დასამარცხებლად დამატებითი დრო და ძალიან საკამათო გოლი დასჭირდათ. ჯეფ ჰერსტის ჰეთ-თრიქითა და მარტინ პიტერსის გოლით ინგლისმა 4:2 იმარჯვა.



6. დასავლეთ გერმანია 3:2 უნგრეთი. 1954.


უნგრეთის სუპერ გუნდის ოთხწლიანი დაუმარცხებელი სერიის დასრულებას არც 1954 წლის მსოფლიო თასის ფინალში მოასწავებდა რამე, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ჯგუფურ ეტაპზე უნგრელებმა გერმანია 8:3 გაანადგურეს. ფინალური მატჩიც ლოგიკურად დაიწყო - უნგრელები მერვე წუთისთვის უკვე 2:0-ს ამარცხებდნენ მეტოქეს. დასავლეთ გერმანიამ  მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია გამოაცხო - ბუნდესნაკრებმა ანგარიში ათ წუთში გაათანაბრა, შეხვედრის ბოლოს კი მესამედაც გაიტანეს და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმეს.



5. იტალია v ბრაზილია. 1982.


1982 წლის მუნდიალის მეორე ჯგუფურ ეტაპზე სიკვდილის ჯგუფი მივიღეთ. C ჯგუფში მოქმედი ჩემპიონი არგენტინა, ბრაზილია და იტალია მოხვდნენ - ნახევარფინალის საგზურს მხოლოდ ერთ გუნდს ერგებოდა. არგენტინას ჯერ იტალიამ მოუგო, შემდეგ კი ბრაზილიამ - სელესაოსა და აძურის ნახევარფინალის საგზური ბოლო ტურში ერთმანეთში უნდა გაერკვიათ - სოკრატესისა და კომპანიისთვის დინო ძოფის კარში გატანილი ორი გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა. იტალიამ პაოლო როსის ჰეთ-თრიქით 3:2 იმარჯვა. აძურიმ ნახევარფინალში პოლონეთი, ხოლო ფინალში დასავლეთ გერმანია დაამარცხა და 44 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.



4. არგენტინა v ინგლისი. 1986


1986 წლის მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ერთმანეთს დიეგო მარადონას არგენტინა და სერ ბობი რობსონის ინგლისი შეხვდნენ. მატჩს დაძაბულობას ინგლისისა და არგენტინის 1982 წლის ფოლკლენდის ომის კონტექსტიც მატებდა. ასტეკაზე შეკრებილი 115 000 მაყურებელი არაერთი იკონური მომენტის შემსწრე გახდა - ხუთწუთიან მონაკვთში, მარადონამ ჯერ “ღმერთის ხელით” გაიტანა, შემდეგ კი მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო გოლი შექმნა. ინგლისელებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანაღა მოახერხეს - თავი ტურნირის ბომბარდირმა გარი ლინეკერმა გამოიჩინა.



3. საფრანგეთი v დასავლეთ გერმანია. 1982. 


ფინალში იტალიის მეტოქის ვინაობა ერთმანეთში საფრანგეთმა და დასავლეთ გერმანიამ გაარკვიეს. ძირითად დროში გუნდებმა თითო-თითოჯერ გაიტანეს, ხოლო გერმანელთა მეკარე ტონი შუმახერმა ფრანგ პატრიკ ბატისტონს მუნდიალების ისტორიაში ყველაზე მძიმე დაზიანება მიაყენა. დამატებით დროში ფრანგები ორი ბურთით დაწინაურდნენ, მაგრამ გერმანელებმა თამაშში დაბრუნება შეძლეს და ანგარიში გაათანაბრეს - 3:3. პენალტების სერიის გმირი მოედანზე უსამართლოდ დარჩენილი ტონი შუმახერი გახდა - დასავლეთ გერმანია ფინალში გავიდა.



2. იტალია v დასავლეთ გერმანია. 1970.


1970 წლის მუნდიალის ნახევარფინალში ერთმანეთს დასავლეთ გერმანიისა და იტალიის ნაკრებები შეხვდნენ. იტალიელებმა ანგარიში მატჩის დასაწყისშივე გახსნეს - ზეპ მაიერს რობერტო ბოსინეგამ გაუტანა. გერმანელებს აძურის კარის აღება ძალიან გაუჭირდათ - ანგარიში 90 წუთზე კარლ-ჰაინზ რუმენიგემ გაათანაბრა. გერმანელთა ფსიქოლოგიური უპირატესობა ანგარიშში ოთხ წუთში აისახა - დამატებით დროში ბუნდესნაკრები გერდ მიულერმა დააწინაურა. ბურგნიჩისა და გიგი რივას გოლებით იტალიელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს დაწინაურება, ხოლო მიულერმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა. დაუჯერებელი ნახევარფინალის გადამწყვეტი გოლი ჯანი რივერამ გაიტანა - იტალიამ ფინალის საგზური მოიპოვა.



1. არგენტინა v საფრანგეთი. 2022.


2022 წლის მუნდიალის ფინალი არა მარტო ფინალების, არამედ მსოფლიო თასების ისტორიაშიც უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩის სახელით შევიდა. შეხვედრის პირველ ნახევარში არგენტინელთა დომინაცია ანგარიშშიც აისახა - მესისა და დიმარიას გოლებით ალბისელესტემ 2:0 იმარჯვა. დეშამი შესვენებასაც არ დაელოდა და ცვლილებები პირველივე ტაიმში გააკეთა - ფრანგების თავკაცის გეგმამ არ გაამართლა - ოტამენდის შეცდომამდე არგენტინელები დამაჯერებლად იგებდნენ. ერთწუთიან მონაკვეთში მბაპემ ორჯერ გაიტანა - დამატებით დროში გულშემატკივარმა გაუთავებელი ორმხრივი შეტევები კიდევ თითო-თითო გოლი იხილა. 123-ე წუთზე არგენტინელთა კარს რანდალ კოლო მუანი დაემუქრა - ლეო მესისა და არგენტინელთა ოცნებები ემილიანო მარტინესმა გადაარჩინა. საფეხბურთო ლატარიაში უფრო ძლიერი ნერვები არგენტინელებს აღმოაჩნდათ და როგორც ლეგენდარულმა პიტერ დრურიმ თქვა - “მესიმ ფინალური პიკი დაიპყრო… პატარა ბიჭმა როსარიოდან სამოთხეში შეაბიჯა”




ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ბრაზილია
ინგლისის ნაკრები
იტალიის ნაკრები
მარადონა
მბაპე
მესი
მსოფლიო ჩემპიონატი
პელე
საფრანგეთის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სკალონის მატჩისშემდგომი კომენტარი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სკალონის მატჩისშემდგომი კომენტარი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კორეელთა ვარჯიშზე ჯაშუშური დრონი გამოჩნდა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კორეელთა ვარჯიშზე ჯაშუშური დრონი გამოჩნდა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რობერტო მარტინესი პორტუგალიის ნაკრებს დატოვებს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რობერტო მარტინესი პორტუგალიის ნაკრებს დატოვებს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

4 მიზეზი, რატომაც ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

4 მიზეზი, რატომაც ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

3 სთ წინ

სკალონის მატჩისშემდგომი კომენტარი

News image

3 სთ წინ

კორეელთა ვარჯიშზე ჯაშუშური დრონი გამოჩნდა

News image

3 სთ წინ

რობერტო მარტინესი პორტუგალიის ნაკრებს დატოვებს

News image

3 სთ წინ

4 მიზეზი, რატომაც ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება