• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
„ოლისე მსოფლიოში საუკეთესოა“ - სანიოლის ინტერვიუ
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

„ოლისე მსოფლიოში საუკეთესოა“ - სანიოლის ინტერვიუ

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გერმანულმა გამოცემა Sport Bild-მა საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილ ფეხბურთელთან და ამჟამად საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ინტერვიუ ჩაწერა.


საფრანგეთის ნაკრები ვარსკვლავებითაა სავსე. უსმან დემბელემ ცოტა ხნის წინ ნორვეგიასთან 4:1 მოგებულ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. რომელი ფრანგი ფეხბურთელი მოგწონთ ყველაზე მეტად მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე?


როგორც მიუნხენის ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი, განსაკუთრებით მახარებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე გამორჩეულად თამაშობენ ორი მიუნხენელი, დაიო უპამეკანო და მაიკლ ოლისე. მათ განსაკუთრებით კარგად ითამაშეს სენეგალსა და ირანთან საწყის გამარჯვებებში.


დავიწყოთ უპამეკანოთი. როგორც ყოფილი უმაღლესი დონის მცველი, რას აფასებთ მასში?


ძალიან რთულია ცენტრალურ მცველად თამაში ისეთ გუნდში, რომელიც თამაშს სრულად აკონტროლებს. საქმეც თითქოს ნაკლები გაქვს, მაგრამ რაც გასაკეთებელია, ყველაფერი იდეალურად უნდა შეასრულო. რადგან უპამეკანო ასე თავდაჯერებულად იცავს თავს, საფრანგეთს შეუძლია გაცილებით მაღლა ითამაშოს და მეტოქეზე მეტი ზეწოლა მოახდინოს. მისი ყოფნა მთელ გუნდს თავდაჯერებას მატებს. მხოლოდ მისი მაღალი და ძლიერი ფიზიკური მონაცემებიც კი დიდ ძალას ასხივებს. ის ბაიერნის ჩემი ყოფილი თანაგუნდელივითაა.


ვის გულისხმობთ?


ლუსიოს. ბრაზილიელი მოედანზე ნამდვილი მანქანა იყო, ფიზიკურად წარმოუდგენლად ძლიერი. თუმცა ლუსიო უფრო მეტ რისკზე მიდიოდა, ზოგჯერ კი მეტისმეტადაც (იცინის).


როგორ აფასებთ უპამეკანოს პროგრესს?


რაც თვალში საცემია, ის არის, რომ ერთი წლის წინანდელთან შედარებით ნაკლებ ტექნიკურ შეცდომას უშვებს და ბოლო პერიოდში ბაიერნშიც და ეროვნულ ნაკრებშიც აშკარა პროგრესი განიცადა.


ისევე, როგორც ოლისემ.


მასზე ბევრი ლაპარაკი არც არის საჭირო, უბრალოდ უნდა დატკბე მისი თითოეული მოქმედებით მოედანზე. ოლისე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ყველა დანარჩენს საგრძნობლად უსწრებს. თუ წლის ბოლოს ოქროს ბურთს არ მოიგებს, მაშინ ფეხბურთში რაღაც სერიოზულად არ არის წესრიგში. და იცით, განსაკუთრებით რა მომწონს მასში?


კერძოდ?


პირდაპირ რომ ვთქვა, ოლისეს საერთოდ არ აინტერესებს, თავად გაიტანს გოლს, საგოლე გადაცემას შეასრულებს თუ არა. აშკარად ჩანს, რომ საკუთარ თავზე არ ფიქრობს, ყოველთვის იმას აკეთებს, რაც გუნდს ყველაზე მეტად გამოადგება. ჩემი ყოფილი თანაგუნდელი ეროვნულ ნაკრებში, ზინედინ ზიდანი, ზუსტად ასეთი იყო. ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ, რომლებიც ბოლო 15 წლის განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთს დომინირებდნენ, უფრო მეტად საკუთარ თავზე და საკუთარ სტატისტიკაზე იყვნენ ორიენტირებულები.


ანუ ოლისე ნაკლებად ეგოისტია?


არაფერი მაქვს საწინააღმდეგო რონალდუსა და მესის მიმართ, ისინი ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან. თუმცა ოლისე ნამდვილი გუნდური მოთამაშეა და არა ინდივიდუალისტი. საბოლოოდ, ჩვენს ბავშვებს შესანიშნავი მისაბაძი მაგალითი ჰყავთ. საფრანგეთში ყველა გულშემატკივარი, იქნება ის ხუთი წლის თუ ასი წლის, სრულად ოლისეს მხარეს დგას. ჩვენ, ყოფილ პროფესიონალ ფეხბურთელებსაც, მასთან სრულად შეგვიძლია საკუთარი თავის გაიგივება. ის ჩვენი უდავო ნომერ პირველია.


კილიან მბაპეზე რას იტყვით?


მბაპე უფრო მეტად საკუთარ თავზე, საკუთარ კარიერასა და გოლებზეა კონცენტრირებული. ამიტომ ხშირად კრიტიკის ობიექტიც ხდება და ზოგიერთ საკითხს მის მიმართ ნეგატიურად აღიქვამენ. თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე მოედანზე შედეგს აჩვენებს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მბაპე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.


მალე ოლისე მბაპეს თანაგუნდელი გახდება რეალში? ამბობენ, რომ მადრიდელებს ბაიერნის ვარსკვლავის მიმართ დიდი ინტერესი აქვთ.


ოლისე ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შესაძლოა რამდენიმე წელიწადში მართლაც გადავიდეს რეალში. მან კარგად იცის, რა აქვს მიუნხენში: შესანიშნავი გარემო, ფანტასტიკური თანაგუნდელები და უმაღლესი დონის მწვრთნელი. როგორც ჩანს, ოლისე ბაიერნში ძალიან ბედნიერია. როგორც ამ კლუბის ყოფილ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, ბუნებრივია, იმედი მაქვს, რომ ის რეკორდმაისტერის რიგებში კიდევ დიდხანს დარჩება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

france
მაიკლ ოლისე
მბაპე
უპამეკანო
ვილი სანიოლი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კლოზე ჩამოტოვებულია - მბაპე მესის წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კლოზე ჩამოტოვებულია - მბაპე მესის წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მბაპემ ბრაზილიელი ლეგენდების რეკორდი მოხსნა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მბაპემ ბრაზილიელი ლეგენდების რეკორდი მოხსნა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

დეშამმა მუნდიალების ისტორიული რეკორდი დაამყარა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

დეშამმა მუნდიალების ისტორიული რეკორდი დაამყარა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბაიერნის მკაფიო გზავნილი რეალს - ოლისე არ იყიდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნის მკაფიო გზავნილი რეალს - ოლისე არ იყიდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

17 სთ წინ

კლოზე ჩამოტოვებულია - მბაპე მესის წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევს

News image

9 სთ წინ

მბაპემ ბრაზილიელი ლეგენდების რეკორდი მოხსნა

News image

9 სთ წინ

დეშამმა მუნდიალების ისტორიული რეკორდი დაამყარა

News image

6 სთ წინ

ბაიერნის მკაფიო გზავნილი რეალს - ოლისე არ იყიდება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება