დიდიე დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში მთავარ მწვრთნელებს შორის ყველაზე მეტი გამარჯვება დააგროვა.
საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა ლეგენდარული გერმანელი სპეციალისტის, ჰელმუტ შიონის, რეკორდი მოხსნა.
1. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) - 17 მოგება
2. ჰელმუტ შიონი (დასავლეთ გერმანია) - 16 მოგება
3. ლუის ფელიპე სკოლარი (ბრაზილია) - 14 მოგება
4. მარიო ზაგალო (ბრაზილია) - 13 მოგება
5. იოახიმ ლიოვი (გერმანია) - 12 მოგება
დეშამმა გამარჯვებების ეს რაოდენობა 2014, 2018, 2022 და 2026 წლების ტურნირებზე დააგროვა.
მისმა გუნდმა ამ პერიოდში 18 მატჩი მოიგო, თუმცა რამდენიმე დღის წინ, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ნორვეგიასთან მატჩში დეშამს პირადი მიზეზების გამო გუნდი მოედანზე არ გაუყვანია, ფიფამ კი რეკორდის მოხსნა ოფიციალურად შვედეთთან მატჩის შემდეგ დააფიქსირა.
ოლისე-მბაპეს შოუ და განადგურებული შვედეთი - საფრანგეთი 1/8 ფინალშია