კილიან მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი დუბლი შეასრულა.
ამ ორი გოლით ფრანგმა მუნდიალებზე გატანილი გოლების რაოდენობა 18-მდე გაზარდა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ ლეო მესის (19 გოლი) მაქსიმალურად მიუახლოვდა.
ამ მატჩამდე მეორეობას მბაპე 16 გოლით მიროსლავ კლოზესთან ერთად იყოფდა, ახლა კი უპირობო მეორე ადგილზეა და არგენტინელი ლეგენდის დევნას აგრძელებს.
კონკრეტულად ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მბაპეს უკვე 6 გოლი დაუგროვდა და ის მესისთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
გარდა ამისა, კილიანს მუნდიალების პლეიოფში უკვე 10 გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ის ისტორიაში საუკეთესოა, შედარებისთვის, მესის 19 გატანილი გოლიდან პლეიოფში მხოლოდ 5 აქვს გატანილი.