ბრაზილიის ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელმა, ენდრიკმა, იაპონიასთან დრამატული გამარჯვების (2:1) შემდეგ კარლო ანჩელოტის საჯაროდ გადაუხადა მადლობა.
მუნდიალის სტარტზე მცირე სათამაშო დროის გამო ენდრიკი სოციალურ ქსელებში დაცინვისა და მიმების მთავარი გმირი გახდა, თუმცა იაპონიასთან მატჩში იტალიელმა სპეციალისტმა ის მოედანზე მთელი მეორე ტაიმით შემოიყვანა, რამაც თამაშის გარდატეხაში უდიდესი როლი ითამაშა.
ანჩელოტი დიდი მწვრთნელია და ყოველთვის იმას აკეთებს, რაც გუნდისთვის არის საუკეთესო და არა კონკრეტული ფეხბურთელისთვის ან ფანებისთვის. მადლობელი ვარ, რომ საჭირო მომენტში მენდო
ბრაზილიელი ფორვარდი იმ პერიოდსაც შეეხო, როდესაც მადრიდის რეალში სათამაშო პრაქტიკა აკლდა და იანვარში იჯარით ლიონში გადავიდა. მისი თქმით, საფრანგეთში გატარებულმა ექვსმა თვემ მისი კარიერა შეცვალა და მუნდიალზე მოხვედრის შანსი მისცა. ენდრიკმა დასძინა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მადრიდის რეალში ახალი ენერგიით ბრუნდება, რათა სამეფო კლუბში თავისი ახალი თავი დაწეროს.