საფრანგეთის ნაკრებმა მუნდიალის 1/16 ფინალში შვედეთი 3:0 გაანადგურა.
დუბლი კილიან მბაპემ მიითვალა, კიდევ ერთი გოლი კი ბრედლი ბარკოლას ანგარიშზეა. ასევე, ორი საგოლე პასით გამოირჩა მაიკლ ოლისეც, რომელმცა ჯერ ბარკოლას გაატანინა, შემდეგ კი კილიანს.
ოლისე რამდენჯერმე თავადაც ძალიან ახლოს იყო გოლთან - განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როცა მისი ულამაზესი მაკრატელა ძელს მოხვდა.
საბოლოოდ საფრანგეთმა კითხვის ნიშნების გარეშე მოიგო და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც გერმანიის გამომგდებ პარაგვაის დაუპირისპირდება.
მბაპემ მუნდიალზე გატანილი გოლების რაოდენობა 6-მდე გაზარდა და საუკეთესო ბომბარდირ ლეო მესის დაეწია. ყველა დროის ჩათვლაში ფრანგს 18 გოლი დაუგროვდა, მან ამ დუბლით მიროსლავ კლოზე ჩამოიტოვა და ახლა მხოლოდ მესის ჩამორჩება ერთი ბურთით.