დიდიე დეშამის საფრანგეთის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი იდეალურად განვლო: სენეგალთან (3:1), ერაყთან (3:0) და ნორვეგიასთან (4:1) მოგებული მატჩების შემდეგ.
მამლებმა 1/16 ფინალში შვედეთის ნაკრებთან დაპირისპირება გაინაღდეს, რომელიც დღეს, 30 ივნისს, ნიუ-ჯერსიში გაიმართება.
თუ ფრანგები შვედეთის ბარიერს გადალახავენ, 1/8 ფინალში, 4 ივლისს, ფილადელფიაში პარაგვაის ნაკრებს შეხვდებიან. წარმატებული სვლის გაგრძელების შემთხვევაში, მეოთხედფინალში დეშამის გუნდს კანადასა და მაროკოს შორის გამარჯვებული ელოდება - ეს პოტენციური შეხვედრა ბოსტონში, 9 ივლისს ჩატარდება.
ფინალი კი 19 ივლისსაა დაგეგმილი, სადაც საფრანგეთის გულშემატკივრები ზედიზედ მესამე ფინალში გასვლას და მესამე ტიტულის მოპოვებას ელიან.
პარალელურად, ფიფამ მატჩებზე ბილეთების გაყიდვის ბოლო ფაზა აამოქმედა, სადაც ფასები, კატეგორიების მიხედვით, 60 დოლარიდან იწყება და ფინალისთვის 6 730 დოლარამდე აღწევს.