UFC 317-ის მედია დღეზე ილია თოფურიამ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
"ჩარლზი შეეცდება წინ წამოვიდეს. ის ვერ მოძებნის გზას, რომ ეს გააკეთოს. მე მას ჩემს თამაშს ვათამაშებ, როგორც ვთქვი. რაც მას სურს ერთია და რას მიიღებს - მეორე. მე სამოთხეში მოხვედრა მინდა, მაგრამ სიკვდილი - არა.
ქვემსუბუქი და მსუბუქი წონა ორი განსხვავებული სამყაროა. შემეძლო მთელი პროცესით სიამოვნება მიმეღო. დღესაც კი კარგად ვგრძნობ თავს. ქვემსუბუქ დივიზიონში ყოფნის დროს, ამ დროს ძალიან ცუდად ვიყავი. ამიტომ ვფიქრობ, რომ დიდებული გადაწყვეტილება მივიღე.
100%-ით ჩარლზი ახლა საუკეთესო მსუბუქწონოსანია, თუ ისლამს (მახაჩევი) არ ჩავთვლით. ის მის შემდეგ საუკეთესოა.
პიმბლეტთან ჩხუბი ერთ-ერთი უდიდესი იქნება UFC-ის ისტორიაში. ჩვეულებრივ ამ თამაშში პერსონალურად არაფერს ვიღებ. ეს ყველაფერი პროფესიონალურია. თუ მას სურს სატიტულო შანსი, მაშინ ჯასტინ გეიჯის უნდა ეჩხუბოს. რადგან თუ ის არმანს დაუპირისპირდება, ვფიქრობ, რომ არმანი მას დაამარცხებს. მისთვის ყველაზე ადვილი გზა სატიტულო შანსამდე ჯასტინ გეიჯი არის სტილისტიკურად."
29 ივნისს, ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა ერთმანეთს მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში დაუპირისპირდებიან.
VIDEO: თოფურია ფოტოსესიაზე ორი ქამრით წარსდგა