2026/27 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალს ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი უმასპინძლებს.
უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა მადრიდში, ატლეტიკოს სტადიონ მეტროპოლიტანოზე გაიმართება.
2026 წლის უეფას სუპერთასის თამაში კი ზალცბურგში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ უეფას გადაწყვეტილებით, ამ სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალი სამი საათით ადრე გაიმართება და თბილისის დროით ტრადიციული 23:00-ს ნაცვლად 20:00 საათზე დაიწყება.
ვანდა მეტროპოლიტანოზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2018/19 წლების სეზონში გაიმართა, როცა ლივერპულმა ტოტენჰემს 2:0 მოუგო და მე-6 ტიტულს დაეუფლა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ 2026 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სტადიონ პუშკაშ არენაზე შედგება.