მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ასტონ ვილამ 2024-25 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ოფიციალურად გაინაღდა.
ტოტენჰემის მანჩესტერ სიტისთან მარცხის შემდეგ ბირმინგემელებმა საბოლოოდ გაინაღდეს ოთხეულში ადგილი და მომდევნო სეზონში ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე სწორედ ისინი ითამაშებენ.
ლონდონელები კი ევროპა ლიგაზე იასპარეზებენ.
ასტონ ვილა 1983 წლის შემდეგ პირველ გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე (თასზე).
უნაი ემერის გუნდმა ამ სეზონში 20 მატჩი მოიგო, 8 ფრედ ითამაშა და 9 წააგო, ჯამში კი 68 ქულა დააგროვა.
გუნდმა ამდენი ქულა და მოგება 1992-93 წლების შემდეგ პირველად დააგროვა.
1976-77 წლების შემდეგ კი ყველაზე მეტი (76) გოლი გაიტანა.
ასევე ასტონ ვილა ერთადერთი გუნდია, რომელმაც ამ სეზონში მანჩესტერ სიტიც და არსენალიც დაამარცხა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
4 დღის წინ
11 საათის წინ
1 დღის წინ
13 საათის წინ