ბაიერნმა და ვენსან კომპანიმ თანამშრომლობა გაახანგრძლივეს.
მიუნხენურმა კლუბმა 39 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
წინა ხელშეკრულება ძალაში 2027 წლის ზაფხულამდე იყო გათვალისწინებული.
კომპანი ბაიერნს 2024 წლის ივლისიდან უდგას სათავეში, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა წინა სეზონში ბუნდესლიგის ტიტულის დაბრუნება შეზლო.
ამ მომენტისთვის ბაიერნის სათავეში კომპანის 67 მატჩი აქვს ჩატარებული - 49 მოგება, 9 ფრე, 9 მარცხი. ეს სეზონი გუნდმა 11 მატჩში 11 გამარჯვებით დაიწყო.