VIDEO: ბაიერნისა და გერმანიის ისტორიაში შევიდა - კარლის რეკორდები ლიგაზე
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში, მიუნხენის ბაიერნმა ბელგიური ბრიუგე 4:0 გაანადგურა. გოლები ლენარტ კარლმა, ჰარი კეინმა, ლუის დიასმა და ნიკლას ჯექსონმა შეაგდეს.
17 წლის მარჯვენა გარემარბმა ჩემპიონთა ლიგაზე ძირითადიდან პირველი მატჩი დაიწყო და ტურნირზე სადებიუტო გოლის გასატანად სულ 5 წუთი ეყო. ლენარტმა ჯონათან ტას პასის შემდეგ შეაგდო და ორი რეკორდი დაამყარა.
ლენარტ კარლი, 17 წლისა და 242 დღის ასაკში, ბაიერნის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. ამავდროულად, ის ამ ტურნირზე გამტანი ყველაზე ახალგაზრდა გერმანელიც გახდა.
კარლს გერმანიის 16 და 17-წლამდე ნაკრებებში ჯამურად ჩატარებულ 17 მატჩში 12 გოლი და 3 ასისტი აქვს. ვენსან კომპანი მას მთავარ გუნდში თამაშის სულ უფრო მეტ შანსსა და დროს აძლევს.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 5-ჯერ ითამაშა - მათგან ძირითადში მხოლოდ ჰოფენჰაიმთან დაიწყო და ჯერჯერობით ერთადერთი საგოლე პასი იმ თამაშში გააკეთა.
ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაზე 100%-იანი სვლა და 9 ქულა აქვს - ცხრილს პსჟ-სთან, ინტერთან, არსენალთან და რეალთან ერთად ლიდერობს. მომდევნო ტურში სწორედ პსჟ-ს სტუმრად, პარიზში შეხვდება.