უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტური დასრულდა, ლიგის ფაზის ცხრილში კი საინტერესო სიტუაციაა.
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტური - ყველა მატჩის შედეგი
ამ მომენტისთვის იდეალური შედეგი ხუთ გუნდს აქვს. პარი სენ-ჟერმენმა, ბაიერნმა, ინტერმა, არსენალმა და რეალმა სამივე მატჩი მოიგეს და შესაბამისად ცხრილში 1-5 ადგილს იკავებენ.
ასევე დაუმარცხებლები არიან დორტმუნდი და მანჩესტერ სიტი, რომლებიც ზედა ხუთეულს 7-7 ქულით მოჰყვებიან.
ტოპ 8 გუნდს ნიუკასლი ხურავს, რომელსაც 6-ქულიან გუნდებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს და სწორედ ამიტომ იკავებს ამ ადგილს.
3 ტურის შემდეგ მოგების გარეშე ერთდროულად 12 გუნდია, რომელიც ცხრილის ქვედა ნაწილს იკავებენ. საერთოდ ქულის გარეშე ევროპული ფეხბურთის ორი ტრადიციული გუნდია - ბენფიკა და აიაქსი.
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ 9 ქულით ლიგის ფაზის ცხრილში პირველ ადგილზეა, გიორგი მამარდაშვილის ლივერპული 6 ქულით მე-10 ადგილს იკავებს, გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგი ასევე 6 ქულით მე-12 პოზიციაზეა.
გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალს 1 ქულა აქვს და ცხრილში 31-ე ადგილზე ვხედავთ, გიორგი ზარიას კაირათი კი ასევე 1 ქულით მხოლოდ ბენფიკასა და აიაქსს უსწრებს.

