უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ცენტრალურ მატჩში რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე იუვენტუსს უმასპინძლა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი თამაშის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
58-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა იუვენტუსის მცველებს შორის ბრწყინვალედ ითამაშა, მისი დარტყმული ძელს მოხვდა, ბურთი კი ჯუდ ბელინგემს მიუვიდა, რომელმაც დი გრეგორიოს კარი აიღო.
ტურინელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, თუმცა დუშან ვლაოვიჩმა, რომელმაც ედერ მილიტაოს კონტრშეტევაზე სპრინტი მოუგო, ტიბო კურტუას ვეღარ აჯობა.
საბოლოოდ, რეალმა მატჩი ბოლომდე თავის სასარგებლოდ მიიყვანა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. რეალი იმ 5 გუნდს შორისაა, რომელმაც ლიგის საწყისი სამივე მატჩი მოიგო - პსჟ, ბაიერნი, ინტერი, არსენალი და რეალი.
მომდევნო ტურში ალონსოს შეგირდები ენფილდს ესტუმრებიან.