საფეხბურთო კლუბმა ბარსელონამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, კატალონიურმა კლუბმა დღეს ევროპის სუპერ ლიგის კომპანიასა და მასში მონაწილე კლუბებს ევროპის სუპერ ლიგის პროექტიდან თავისი გასვლის შესახებ ოფიციალურად აცნობა.
ბლაუგრანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მადრიდის რეალთან და იუვენტუსთან ერთად ახალი ტურნირი შექმნა და ბოლომდე ინარჩუნებდა მონაწილეობას, თუმცა ახლა პროექტიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა.
ტურნირში მონაწილე ყველა კლუბის გასვლის შემდეგ, მადრიდის რეალი რჩება ერთადერთ კლუბად, რომელიც პროექტის ნაწილად რჩება, რაც სუპერ ლიგის ჩემპიონატს საბოლოო დაშლის გზაზე აყენებს და მის უახლოეს მომავალთან დაკავშირებით ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს.