ბერნარდუ სილვა რეალს შეუერთდა.
მადრიდის რეალმა პორტუგალიელი ნახევარმცველის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ბერნარდუმ სამეფო კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
ფეხბურთელი რეალს უფასოდ შეუერთდა, მას შემდეგ, რაც სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტი კონტრაქტის ამოწურვის შედეგად დატოვა.
ბერნარდუსთვის ასევე იბრძოდნენ ბარსელონა და ატლეტიკოც, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი შეძენა ჟოზე მოურინიომ მოითხოვა, რეალმა ტრანსფერი მალევე დახურა.