ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა ეშლი კოული იტალიურ კლუბ ჩეზენაში მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა.
მხარეებს შორის კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე გაფორმდა, თუმცა შეთანხმება გახანგრძლივების ვარიანტსაც ითვალისწინებს.
კოულმა საფეხბურთო კარიერა 2019 წელს დაასრულა და მაშინვე სამწვრთნელო გზას დაადგა, პირველი ნაბიჯები კი ჩელსის აკადემიაში გადადგა.
2021 წელს ის ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში შევიდა, ხოლო 2022-2023 წლებში ასისტენტის რანგში მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო: ჯერ ფრენკ ლემპარდთან ევერტონსა და ჩელსიში, შემდეგ კი უეინ რუნისთან ბირმინგემ სიტიში. მოგვიანებით კოული ფეხბურთის ასოციაციის სტრუქტურაში დაბრუნდა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტს იკავებდა.
ამ დროისთვის ჩეზენა სერია B-ს სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს და 30 ტურის შემდეგ 40 ქულა აქვს.