ნიუკასლ იუნაიტედი აცხადებს, რომ კირან ტრიპიერი ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს, როდესაც მისი კონტრაქტი ამოიწურება.
კირანი ,,კაჭკაჭებს" მადრიდის ატლეტიკოდან 2022 წლის იანვარში შეუერთდა და ოთხნახევარი წლის განმავლობაში სენტ ჯეიმს პარკზე უდიდესი წვლილი შეიტანა როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.
როდესაც ის გუნდში მივიდა, ნიუკასლი პრემიერ ლიგის გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა, ხოლო მისი დახმარებით კლუბმა ბოლო სამი სეზონიდან ორში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა შეძლო.
მან ასევე სრული 90 წუთი ითამაშა უემბლიზე, სადაც „კაჭკაჭებმა“ 2025 წლის კარაბაოს თასის ფინალში ლივერპული 2-1 დაამარცხეს. როგორც გუნდის ლიდერული ჯგუფის მნიშვნელოვანი წევრი, მან კლუბის პირველი საშინაო ტიტული 70 წლის განმავლობაში კაპიტან ბრუნო გიმარაესთან ერთად აღმართა.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო შვიდი მატჩის წინ, კირანს ნიუკასლის შემადგენლობაში ჩატარებული 150-ზე მეტი მატჩი აქვს და მის ანგარიშზე 4 გოლია. მას ასევე ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული 54 მატჩი აქვს.