ლიონის ოფიციალური განცხადების მიხედვით, კლუბის სარჩელი დაკმაყოფილდა და გუნდი ლიგა 1-ში რჩება.
მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ოლიმპიკის ლიგა 2-ში დაქვეითების გადაწყვეტილება ფინანსური პრობლემების გამო მიიღეს.
ამის შემდეგ ლიონელებს სასჯელის გასაჩივრების უფლება მიეცათ, რაც გააკეთეს კიდეც, საბოლოო გადაწყვეტილების მიხედვით კი გიორგი მიქაუტაძის გუნდი უმაღლეს დივიზიონში რჩება.
საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონი ლიგა 1-თან ერთად უეფას ევროპა ლიგაზეც ჩვეულებრივ იასპარეზებს.