ცნობილი გახდა ის მოთხოვნები, რომელიც ლიონმა 10 ივლისამდე უნდა წარადგინოს.
როგორც იცით, ფინანსური პრობლემების გამო, ოლიმპიკი საფრანგეთის მე-2 ლიგაში დააქვეითეს, თუმცა კლუბმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
"გაუგონარი გადაწყვეტილებაა", - ლიონი ლიგა 2-ში დაქვეითებას გამოეხმაურა
L'Equipe-ს ინფორმაციით, მომავალ ხუთშაბათამდე კლუბმა საკმაოდ სოლიდური თანხა უნდა მოაგროვოს.
სწორედ ამ დრომდე, ლიონმა ანგარიშზე უნდა შეიტანოს 100 მილიონი ევრო.
გარდა ამისა, კლუბმა დამატებითი გარანტიის სახით 100 მილიონ ევროზე მეტი უნდა წარადგინოს, რათა მომავალი სეზონის ხარჯების დაფარვა უზრუნველყოს - ამ თანხის ანგარიშზე ასახვა უმალვე არ არის საჭირო, მაგრამ კლუბმა უტყუარი მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს, რომ ამ თანხის უზრუნველყოფას ნამდვილად შეძლებს.
თუ ასე არ მოხდა, ახალ სეზონს ოლიმპიკი საფრანგეთის ლიგა 2-ში დაიწყებს.