მორგან როჯერსი ჩელშის ფეხბურთელი გახდა.
ლონდონურმა კლუბმა ასტონ ვილას 23 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2033 წლამდე გაფორმდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების თანხამ 117 მილიონი ფუნტი შეადგინა.
ამიერიდან როჯერსი ჩელსის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია.
პრემიერლიგის გასულ სეზონში მორგანმა 37 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.