დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, ჩელსიმ და ასტონ ვილამ მორგან როჯერსის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.
The Athletic-ის ჟურნალისტის ცნობით, სატრანსფერო თანხა 117 მილიონი ფუნტია, რაც 137 მილიონ ევროს უტოლდება.
ამ თანხით როჯერსის ტრანსფერი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში 5 ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერში შევა.
1. ნეიმარი (ბარსელონადან პსჟ-ში) - 222 მლნ. ევრო
2. კილიან მბაპე (მონაკოდან პსჟ-ში) - 180 მლნ. ევრო
3. უსმან დემბელე (დორტმუნდიდან ბარსელონაში) - 148 მლნ. ევრო
4. ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლიდან ლივერპულში) - 145 მლნ. ევრო
5. მორგან როჯერსი (ასტონ ვილადან ჩელსიში) - 137 მლნ. ევრო
ასევე როჯერსი პრემიერ ლიგის ისტორიაში მე-2 ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ხდება.
1. ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლიდან ლივერპულში) - 145 მლნ. ევრო
2. მორგან როჯერსი (ასტონ ვილადან ჩელსიში) - 137 მლნ. ევრო
3. ელიოტ ანდერსონი (ნოტინგემიდან მანჩესტერ სიტიში) - 135 მლნ. ევრო
4. ფლორიან ვირცი (ლევერკუზენიდან ლივერპულში) - 125 მლნ. ევრო
5. ენცო ფერნანდესი (რივერ პლეიტიდან ჩელსიში) - 121 მლნ. ევრო
და ამასთან, მორგან როჯერსი ყველაზე ძვირად შეძენილი ინგლისელი ფეხბურთელი იქნება.
1. მორგან როჯერსი (ასტონ ვილადან ჩელსიში) - 137 მლნ. ევრო
2. ელიოტ ანდერსონი (ნოტინგემიდან მანჩესტერ სიტიში) - 135 მლნ. ევრო
3. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდიდან რეალში) - 127 მლნ. ევრო
4. ჯეკ გრილიში (ასტონ ვილადან მანჩესტერ სიტიში) - 117.5 მლნ. ევრო
5. დეკლან რაისი (ვესტ ჰემიდან არსენალში) - 116.6 მლნ. ევრო