ასტონ ვილა ოფიციალურად აცხადებს, რომ კლუბს იოჰან მანზამბი შეუერთდა.
20 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველი, რომელმაც ახლახან საკუთარი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმოადგინა, ასტონ ვილას ფრაიბურგიდან მუდმივი ტრანსფერით შეუერთდა.
მანზამბი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება. გასულ სეზონში მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფრაიბურგის უეფას ევროპა ლიგის ფინალში გასვლაში, ნახევარფინალში გატანილი გოლით დაეხმარა გუნდს, რის შედეგადაც ფინალში სწორედ ასტონ ვილას დაუპირისპირდა სტამბოლში.
შვეიცარიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გასულ სეზონში ევროპა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. საფეხბურთო კარიერა კი სერვეტისა და ფრაიბურგის აკადემიებში დაიწყო.
მანამდე ნიუკასლმა ფრაიბურგთან მანზამბის ტრანსფერზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია, თუმცა თავად ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ ჰქონდა მიღებული, რის გამოც ასტონ ვილამ ინტერესი გააძლიერა და ტრანსფერის დასრულება მოახერხა.
მოთამაშე 60 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი თანხის სანაცვლოდ შეუერთდა ბირმინგემულ კლუბს.