ნიუკასლი და ფრაიბურგი იოჰან მანზამბის 60 მილიონ ევროდ ტრანსფერზე სრულად შეთანხმდნენ.
გერმანული Sky Sport-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, კლუბებს შორის ყველა საკითხი შეთანხმებულია.
ამჟამად ნიუკასლი მანზამბისთან შეთანხმების საბოლოო დეტალებს აგვარებს. ფეხბურთელისთვის გრძელვადიანი კონტრაქტია მომზადებული.
ამადუ ონანას ჯვარედინი მყესის ტრავმის შემდეგ ტრანსფერისთვის ბრძოლაში ასტონ ვილაც ჩაერთო, თუმცა აშკარა ფავორიტი ნიუკასლია.
მანზამბი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, მთლიანად მსოფლიო ჩემპიონატზეა კონცენტრირებული.
20 წლის შვეიცარიელმა მიმდინარე მუნდიალზე ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
შვეიცარიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში მოქმედ ჩემპიონ არგენტინას დაუპირისპირდება.