ფიფას ყოფილმა არბიტრმა, ურს მაიერმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში არგენტინასთან მატჩში შვეიცარიის ნაკრების ფორვარდის, ბრელ ემბოლოს სკანდალური გაძევების ეპიზოდი შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.
„საბოლოო ჯამში, სწორედ ემბოლოს დაესხნენ თავს რამდენჯერმე ძალიან უხეშად, ასე არ არის? მისი სიმულაციაც სწორედ ამის შედეგი იყო. მას კარგად ესმოდა, რომ ახლაც მორიგი შეჯახება მოჰყვებოდა, ისევ მოირბენდა არგენტინელი და ისევ ეტკინებოდა. ამიტომ, ალბათ, წინასწარ დაეცა.
თუ ამ ეპიზოდს ცალკე განვიხილავთ, მაშინ კი - ბარათი უნდა ეჩვენებინა. თუმცა, საერთოდ რატომ შეიქმნა ეს სიტუაცია?
ამ შემთხვევაში VAR-საც არ ვადანაშაულებ, რადგან ის ვალდებული იყო ჩარეულიყო. მსაჯის პირვანდელი გადაწყვეტილება აბსოლუტურად მცდარი იყო.
ვიდეორეფერის არბიტრისთვის უნდა ეთქვა: „მისმინე, შენ შეცდი, ეს მომენტი არასწორად დაინახე“, - განაცხადა მაიერმა.