ბარსელონას და კამერუნის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, სამუელ ეტოომ საფრანგეთის ეროვნული გუნდის ლიდერი, კილიან მბაპე შეაქო.
ფრანგების თავდამსხმელი 8 გატანილი გოლით 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირთა რბოლას ლიონელ მესისთან ერთად ლიდერობს.
„კილიანი ნამდვილი მებრძოლი, გამარჯვებული და დაბადებით ლიდერია. ის საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნია და მუდმივი პროგრესირებისა და მოგების სურვილი ამოძრავებს. თავისი თამაშით, ქარიზმითა და იმ მოლოდინებით, რომლებიც ყოველ მატჩთან ერთად იზრდება, ის ამ მსოფლიო ჩემპიონატის დონესა და მიმზიდველობას მაღლა წევს - ზუსტად ისე, როგორც ეს წინა ორ მუნდიალზე გააკეთა.
აღფრთოვანებული ვარ მისი სტაბილური თამაშით თითქმის ათი წლის განმავლობაში. ის მხოლოდ 27 წლისაა, თუმცა უკვე მოახდინა გავლენა რამდენიმე თაობაზე და თავისი სახელი ფეხბურთის ისტორიის უდიდეს ფიგურებს შორის ჩაწერა.
მბაპე ნამდვილი ფენომენია“, - განაცხადა ეტოომ.